შერმადინის ორმაგი დუბლი - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ლაგუნა ტენერიფე ტოფასს ესტუმრა და მარტივად 81:64 დაამარცხა.
ამჯერად შერმადინი სასტარტო ხუთეულში ვერ ვიხილეთ, თუმცა მან პარკეტზე 22 წუთი და 52 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგის ანგარიშზე 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
მატჩის მიმდინარეობისას, ვეტერანმა კალათბურთელმა 7-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 5 ჩააგდო.
11 მოხსნიდან 8 საკუთარ ფარზე შეასრულა, 3 მეტოქის. ჯამში 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს ტენერიფემ 3-დან 3 გამარჯვებით ლიდერობს. ასევე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა თვის MVP.
???? Triunfo de prestigio en Turquía ‼️
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 28, 2025
???? La Laguna Tenerife prolonga su buen momento y se hace con el liderato en solitario de la BCL
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/JTHSdviSHT