საუდის არაბეთის პრინცი მზადაა, ბარსელონა ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ იყიდოს
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს „ბარსელონას“ ყიდვა სურს.
როგორც El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო წერს, მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდმა შესაძლოა კატალონიურ კლუბს შეთავაზება გაუკეთოს.
„ბომბა-სიახლე! საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი აპირებს 10 მილიარდი ევროს შეთავაზებას „ბარსელონას“ შესაძენად. „ბარსას“ აქვს 2.5 მილიარდ ევროზე მეტი ვალი, რომლის დაფარვაც რთულია. ერთადერთი დაბრკოლება არის სოსიოსები (კლუბის წევრები), მაგრამ დაელოდეთ განახლებებს“, – დაწერა გალიარდომ.
შეგახსენებთ, რომ იბნ სალმანი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი 2017 წლიდანაა, ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტს 2022 წლიდან იკავებს.
ის ხელმძღვანელობს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საბჭოს, ასევე ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარების საკითხთა საბჭოს.