მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ბაიერნმა ნოიერი გაურკვეველი დროით დაკარგა

 მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ და კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში, „მაინცთან“ (2:2) მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

კლუბის სამედიცინო სამსახურმა დაადასტურა, რომ 39 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. გაურკვეველია, რამდენი ხანი დასჭირდება გამოჯანმრთელებას.

ეს მატჩი „ბაიერნისთვის“ სეზონში მხოლოდ მეორე ფრე იყო, ყველა სხვა შეხვედრაში გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. 14 ტურში 38 ქულის მოპოვების შემდეგ, მიუნხენელები სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად იკავებენ პირველ ადგილს.

შეგახსენებთ, რომ მანუელი „ბაიერნის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მის შემადგენლობაში 581 მატჩი აქვს ჩატარებული.

გეტყვით ასევე, რომ მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე ნოიერის საბაზრო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია
ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია