მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ბაიერნს მანუელ ნოიერთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

 მანუელ ნოიერი შესაძლოა „ბაიერნის“ შემადგენლობაში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩეს.

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენელებს სურთ, 39 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება შესთავაზონ.

როგორც გამოცემა წერს, 39 წლის  მეკარე აპირებს, საკუთარ ინსტიქტებს დაეყრდნოს. მას სურს, მინიმუმ შობამდე დაიცადოს და ნახოს, შეძლებს თუ არა ამ დატვირთული მონაკვეთის ტრავმების გარეშე ჩატარებას. 

„ბაიერნი“ ვარაუდობს, რომ ნოიერი არ დაასრულებს კარიერას 2026 წლის ზაფხულში, მაგრამ ამავე დროს, არ სურს გოლკიპერზე ზეწოლის მოხდენა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხში.

შეგახსენებთ, რომ მანუელი „ბაიერნის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და მის შემადგენლობაში 575 მატჩი აქვს ჩატარებული.

გეტყვით ასევე, რომ მისი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე ნოიერის საბაზრო ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ამას გააუმჯობესებს, განსაკუთრებული გახდება“ - ლივერპულის ფანები მამარდაშვილზე
„თუ ამას გააუმჯობესებს, განსაკუთრებული გახდება“ - ლივერპულის ფანები მამარდაშვილზე