რიჩარდ ქოქრილი, დავით კაჭარავა
Aa
Aa

კაჭარავას განსხვავებული ხედვა აქვს | ქოქრილი ბორჯღალოსნებს ტოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შავი ლომის’’ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოდან მიდის. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ქოქრილის კომენტარს აქვეყნებს. ინგლისელი სპეციალისტის თქმით, საქართველოში სამუშაოდ სოსო ტყემალაძემ მიიწვია, პრეზიდენტის ცვლილების შემდეგ მისი და ახალი პრეზიდენტის, დავით კაჭარავას ხედვები არ დაემთხვა.

რიჩარდ ქოქრილი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელობა ჰქვია. საქართველოში რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მომიწვია და ამ შესაძლებლობისთვის მას პირადად ვუხდი მადლობას.

2025 წლის აპრილში სრკ-ს ახალი პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების განსხვავებული ხედვა აქვს და მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. წარმატებებს ვუსურვებ პირადად მას და მის გუნდს მომავალ საქმიანობაში.

ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო.

საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე“.

საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის რიჩარდ ქოქრილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალში.

ფრანგული L'Équipe-ს ცნობით, ქოქრილის შეცვლის მთავარი კანდიდატი ფრენკ აზემაა (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლე რაგბის კავშირში - აბაშიძე აღმასრულებელ დირექტორად იმუშავებს
სიახლე რაგბის კავშირში - აბაშიძე აღმასრულებელ დირექტორად იმუშავებს