ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ამაზე ახლოს ტიტულთან ვერ მივლენ“ | ილიამ გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბზე ისაუბრა

ილია თოფურიამ პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. გეიჯი და პიმბლეტი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ, ხოლო გამარჯვებული „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება.

„UFC-ის წარმომადგენლებთან ვისაუბრე და ინფორმაცია მქონდა, რომ ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო ეს მოხდებოდა. UFC-ში იცოდნენ, რომ იანვარში ვერ ვიჩხუბებდი და გადაწყვიტეს, დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის გეიჯისა და პიმბლეტის ორთაბრძოლა ჩაენიშნათ.

ისინი ამ ჩხუბს ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ საჩემპიონო ქამართან ამაზე ახლოს ვერასდროს მივლენ. მათ ვულოცავ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ნამდვილ ჩემპიონთან მოუწევთ შეხვედრა. როდის დავბრუნდები? ზუსტი თარიღი არ ვიცი. ამ ეტაპზე ჩემი პრიორიტეტი ოჯახური საკითხების მოგვარებაა. როგორც კი ეს მოხდება, ოქტაგონში შესასვლელად მზად ვიქნები.“

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტისა და გეიჯის ორთაბრძოლა UFC 324-ის მთავარი მოვლენაა, რომელიც თბილისის დროით 25 იანვარს გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე კაილა ჰარისონისა და ამანდა ნუნიესის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მილიონერი მამის იდიოტი შვილია“ - პიმბლეტმა ცარუკიანი დაახასიათა
„მილიონერი მამის იდიოტი შვილია“ - პიმბლეტმა ცარუკიანი დაახასიათა