პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მილიონერი მამის იდიოტი შვილია“ - პიმბლეტმა ცარუკიანი დაახასიათა

UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში 2026 წელს რომ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება, ამას წყალი არ გაუვა. იანვრისთვის პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ორთაბრძოლა ჩაინიშნა, რითაც განსაკუთრებით უკმაყოფილო არმან ცარუკიანი დარჩა, რადგან ბოლომდე ეგონა, რომ დენ ჰუკერის დამარცხების შემდეგ, ტიტულზე ჩხუბის საშუალება მიეცემოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანია ის ფაქტი, რომ დროებითი ჩემპიონობისთვის სწორედ ის იბრძოლებს და არა ცარუკიანი, პედი პიმბლეტმა ასეთი პასუხი გასცა:

„არმანი იდიოტია. ის დიდ ბრძოლებზე საუბრობს და ამ დროს დიდი ნაგავია. მან საკუთარი საფლავი თავად გაითხარა, როდესაც ტიტულზე ჩხუბზე უარი თქვა. ალბათ ფიქრობს, რომ რადგან მილიონერი მამა ჰყავს, მსგავსი ჩავარდნები ეპატიება, თუმცა UFC-ში სხვანაირად ფიქრობენ და მუშაობენ. ახლა ურჩევნია დაჯდეს და გააკეთოს ის, რასაც ეტყვიან“.

შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, პიმბლეტი-გეიჯის შეხვედრაში გამარჯვებულს ილია თოფურიასთან საჩემპიონო ქამარზე დაპირისპირების საშუალება მიეცემა, რომელმაც პირადი პრობლემების გამო, სპორტში რამდენიმეთვიანი პაუზა აიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას მარკას ლეგენდის ჯილდო გადასცეს | ქართველის მორიგი აღიარება
თოფურიას მარკას ლეგენდის ჯილდო გადასცეს | ქართველის მორიგი აღიარება