ვინისიუს ჟუნიორი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

„სირცხვილია, სუფთა პენალტი არ დადეს“ | ვინისიუსის სიტყვები და კრიტიკა მსაჯებს

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში „რეალი“ „ალავესს“ დაუპირისპირდა. ჩაბი ალონსოს გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. „სამეფო კლუბი“ კილიან მბაპეს გოლით იგებდა, თუმცა კარლოს ვისენტემ ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი როდრიგოს დარტყმა აღმოჩნდა, რომელმაც 76-ე წუთზე „ბლანკოსს“ გამარჯვება მოუტანა.

მატჩის 86-ე წუთზე საკამათო ეპიზოდი ვიხილეთ — ვინისიუს ჟუნიორი მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გარსია ვერდურამ, თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და არც VAR-ისგან მიუღია სიგნალი, რომ ეპიზოდი გადაემოწმებინა.

მომხდარის გამო ბრაზილიელი ფეხბურთელი განრისხებული იყო. 89-ე წუთზე ვინისიუსი შეცვალეს, რა დროსაც ალონსომ მას უთხრა: „სუფთა პენალტი იყო“. ვინიმ ჩაბის ასე უპასუხა: „იმიტომ არ დანიშნეს, რომ მე ვიყავი. სუფთა პენალტი იყო“.

საფინალო სასტვენის შემდეგ „რეალის“ ტელევიზია ვინისიუსის ეპიზოდს გამოეხმაურა: „სრული სირცხვილია. ვინისიუსზე აშკარა პენალტი არ დანიშნეს. შეუძლებელია, ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ დადო“.

საინტერესოა, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ალონსომ განაცხადა, რომ პენალტი აშკარა იყო, „ალავესის“ მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდო კოუდეტმა კი აღნიშნა, რომ მსაჯს ან თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა ან სიმულაციის გამო ვინისიუსისთვის მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინა და მოედნიდან გაეძევებინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის თამაში გადაიდო - მიზეზი ცნობილია
მიქაუტაძის თამაში გადაიდო - მიზეზი ცნობილია