პსჟ, მეცი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

“გამორჩეულად ითამაშა“ - მეცის მწვრთნელი წიტაიშვილზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი მეცს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი წიტაიშვილს, რომელმაც პარიზულ გრანდს ეფექტური გოლი გაუტანა.

თამაშის დასრულების შემდეგ, მეცის მთავარმა მწვრთნელმა სტეფან ლე მინამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

ლე მინა:

„გიორგი წიტაიშვილი სტაბილური ფეხბურთელია. რამდენჯერმე მისი გამოყენება მარჯვენა ფლანგზე ვცადე, თუმცა ნაკლებად ეფექტური იყო. დღეს მარცხენა ფლანგზე შესანიშნავი იყო. მისი ფლანგიდან ბევრი შეტევა განვახორციელეთ. ვფიქრობ, წიტაიშვილმა გამორჩეულად ითამაშა, ბევრჯერ ჩააწოდა საჯარიმოში და დიდებული გოლი გაიტანა.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 2 გოლი დაუგროვდა, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარზე 1 გოლით ნაკლებია.

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი აბუაშვილიც ვიხილეთ. კვარაცხელია მსგავსად აბუაშვილისა ცვლილებაზე გამოვიდა და საგოლე პასთან ახლოს იყო. მისი გადაცემის შედეგად, მბაიემ ბურთი კარის ძელს მოარტყა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორას ასისტი და სრული მატჩი | სპორტინგმა აფს გაანადგურა
ქოჩორას ასისტი და სრული მატჩი | სპორტინგმა აფს გაანადგურა