ლუკა ლოჩოშვილი, ნიურნბერგი
Aa
Aa

ლოჩოშვილს ერთი-ერთზე კარიუსმა აუღო - ნიურნბერგი შალკესთან დამარცხდა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში, ლუკა ლოჩოშივლის „ნიურნბერგი“ სტუმრად „შალკეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ლუკა ლოჩოშვილს 70-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა, გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. ქართველი მცველი „შალკეს“ მეკარესთან, ლორის კარიუსთან პირისპირ დარჩა, თუმცა მისი დარტყმული კარიუსმა მოიგერია. თამაშის მიწურულს ლოჩოშვილს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა და ამ შემთხვევაშიც, კარიუსი დამაჯერებელი აღმოჩნდა.

ლოჩოშვილის მომენტები:

მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გაიტანეს. გამარჯვების გოლის ავტორი ვიტალი ბეკერი გახდა.

რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, 90 წუთის განმავლობაში მისი სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 82 შეხება, 71-დან 59 ზუსტი პასი, 10-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ 2 დარტყმა და ორივე ზუსტი, სახიფათო სიტუაციის 4-ჯერ განმუხტვა, ბურთის სამჯერ დაბრუნება, 1 ართმევა, 4-დან 2 მოგებული პოზიციური დუელი, 6-დან 4 საჰაერო დუელი, 2 ჯარიმა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.4 ქულით შეფასდა. ასევე, 44-ე წუთზე ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო, რაც მიმდინარე სეზონში მე-5 იყო და შესაბამისად, ის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

27 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში, „ნიურნბერგის“ მაისურით მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 5 ყვითელი ბარათია.

16 ტურის შემდეგ, „ნიურნბერგი“ ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ჰანოვერთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის თამაში გადაიდო - მიზეზი ცნობილია
მიქაუტაძის თამაში გადაიდო - მიზეზი ცნობილია