სპაერი
Aa
Aa

პირველად ისტორიაში - მეშახტე და სპაერი Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში აღზევდნენ

საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩები ემოციებითა და დაძაბულობით აღსავსე გამოდგა. ორი მატჩის ჯამში „მეშახტემ“ – „თელავი“, ხოლო „სპაერმა“ საგარეჯოს „გარეჯი“ დაამარცხა და ტყიბულისა და თბილისის კლუბები უმაღლეს ლიგაში არსებობის ისტორიაში პირველად აღზევდნენ.

ისევე როგორც ამ გუნდებს შორის გამართული პირველი რაუნდი, „თელავისა“ და „მეშახტეს“ მეორე მატჩიც ფრედ, 1-1 დასრულდა. კახელები პირველ ნახევარში დაწინაურდნენ, როდესაც ფირუზ გაბიტაშვილის მიერ მოპოვებული პენალტი გოლად ესპანელმა ლეგიონერმა ინიგო მარტინმა აქცია. წონასწორობა კი შესვენების შემდეგ ცვლილებაზე შესულმა განელმა ემანუელ ფობმა აღადგინა, რომელსაც ასისტენტობა გიორგი ბურდულმა გაუწია.

ოვერტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, თერთმეტმეტრიანების სერიის ნამდვილი გმირი კი „მეშახტეს“ კაპიტანი და მეკარე ლევან ტყეშელაშვილი გახდა, რომელმაც მიხეილ ბაშელეიშვილისა და ელდარ პარკინაშვილის დარტყმები აიღო და ტყიბულელებს ისტორიული შედეგის მიღწევაში დაეხმარა.

გაცილებით ნაკლები დაძაბულობა იყო მეორე პლეი აუტში, რადგან „სპაერს“ სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას სიტუაცია დაიძაბა. მართალია 28-ე წუთზე თბილისელები ზაქარია ბასილაშვილმა დააწინაურა, მაგრამ მეორე ნახევარში ლევან პაპავას ორი ზუსტი პენალტით „გარეჯი“ დაწინაურდა, თუმცა მეტის გაკეთება საგარეჯოელებმა ვეღარ შეძლეს, მხოლოდ 2:1 მოიგეს, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა და ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში მეორედ - გორის დილამ საქართველოს თასი მოიგო
ისტორიაში მეორედ - გორის დილამ საქართველოს თასი მოიგო