გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოში დაბრუნდა
გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოში” დაბრუნდა. გუნდმა 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ოფიციალურად წარდგინა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით, კლუბის მხრიდან გაგრძელების ოფციით გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე „ტორპედოში” 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან კლუბის მაისურით 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში 26 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
2024 წლის ივლისში, არაბიძე სამხრეთკორეულ „ულსანში“ გადავიდა, სადაც 13 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. საბოლოოდ, კლუბმა მას ხელშეკრულება ცალმხრივად გაუწყვიტა.
ამ ზაფხულს ცნობილი გახდა, რომ გიორგიმ კლუბს ფიფაში საქმე მოუგო და კომპენსაციის სახით, ქართველი ფეხბურთელი 2,8 მილიონ დოლარს მიიღებს. არაბიძეს „ულსანთან“ კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე აკავშირებდა.