თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ყველაფერი წყალში ჩავყარეთ | ქეცბაია მარცხით იმედგაცრუებულია

კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში „ომონია არადიპოუმ’’ ლარნაკაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი’’ 1:0 დაამარცხა. ამ მარცხით ქართველი მწვრთნელის გუნდის 8-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა.

ქართველი სპეციალისტი იმედგაცრუებული იყო. მან კომენტარი 95-ე წუთზე გაუქმებულ გოლთან დაკავშირებითაც გააკეთა:„სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან მატჩში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. მთელი ის ძალისხმევა, რაც ბოლო 2,5 თვის განმავლობაში გავწიეთ, წყალში ჩაიყარა... ისევ იმ პოზიციაში აღმოვჩნდით, სადაც ვიყავით. ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით. ბოლოს გოლი გავიტანეთ, მაგრამ გაგვიუქმეს. არ ვიცი, იქ რა მოხდა.

მთავარი ის არის, რომ საკუთარ მოედანზე სამი ქულის მოპოვება გვიჭირს. წინ კიდევ ერთი მატჩია გუნდთან, რომელიც ცხრილში ჩვენთან ახლოსაა. საჭიროა ორგანიზება, წინ გავიხედოთ და გავიმარჯვოთ“.

14-გუნდიან ლიგაში „ომონია არადიპოუ’’ და „ანორთოსისი’’ 13-13 ქულით მე-11 ადგილზე არიან. 2025 წელს „ანორთოსისი’’ ბოლო მატჩს მე-15 ტურში, 20 დეკემბერს შინ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან’’ გამართავს, რომელიც მე-9 ადგილზეა, „ანორთოსისს'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს დუბლი | 2 ბრწყინვალე მოქმედება და შესანიშნავი შესრულება
ზურიკოს დუბლი | 2 ბრწყინვალე მოქმედება და შესანიშნავი შესრულება