გიორგი ქოჩორაშვილი, რუი ბორჟესი
Aa
Aa

რატომ დაბრუნდა ქოჩორა სასტარტოში | სპორტინგის მწვრთნელის კომენტარი

„სპორტინგმა’’ შინ ავს 6:0 გაანადგურა. პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ „სპორტინგის’’ სასტარტოში გიორგი ქოჩორაშვილი დაბრუნდა. ლისაბონური კლუბის კაპიტნის, მორტენ იულმანის არყოფნაში ნახევარდაცვის ცენტრში ჰიდემასა მორიტას ქართველი ფეხბურთელი შეუწყვილდა.

მატჩის შემდეგ „სპორტინგის’’ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა აღნიშნა, რომ იულმანი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამიტომ მატჩის ბოლომდე სკამზე დატოვა.

„ზოგიერთი ცვლილება სტრატეგიული იყო, ზოგი არა. მორტენ იულმანი და ივამ ფრესნედა საუკეთესო კონდიციაში არ იმყოფებოდნენ, ცოტათი შეუძლოდ იყვნენ. ლუის სუარესიც დღის დასაწყისში თავს დიდად კარგად არ გრძნობდა, თუმცა, საბედნიეროდ, თავისი წვლილი შეიტანა. ცვლილებები ძირითადად ამის გამო მოხდა“ — განმარტა ბორჟესმა და როგორც A Bola- ზე ვკითხულობთ, კმაყოფილება გამოთქვა მორიტა-ქოჩორაშვილის დუეტით: „გიომ (ქოჩორაშვილმა) კარგად ითამაშა''.

ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი შეასრულა, ბორჟესმა მატჩის ბოლომდე მინდორზე დატოვა, არ შეცვალა (ვიდეო).

შედარებისთვის, ქოჩორაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 443 წუთი ითამაშა, სიმოეშმა შვიდ მატჩში - 243 წუთი, მორიტამ 11 მატჩში - 603 წუთი, კაპიტანმა იულმანმა კი ცამეტ მატჩში 1 158 წუთი გაატარა მინდორზე. სიმოეში, მორიტა და იულმანი ქოჩორაშვილის კონკურენტები არიან, ოთხივე ფეხბურთელი ცენტრალური ნახევარმცველია, ბორჟესი ყველაზე მცირე დროს ქართველს აძლევს, თუმცა ავს-თან მატჩში ქოჩორა არ შეცვალა, მისმა მეწყვილე მორიტამ მინდორი 73-ე წუთზე დატოვა, თამაშში 18 წლის სიმოეში ჩაერთო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორას ასისტი და სრული მატჩი | სპორტინგმა აფს გაანადგურა
ქოჩორას ასისტი და სრული მატჩი | სპორტინგმა აფს გაანადგურა