გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

ქოჩორას ასისტი და სრული მატჩი | სპორტინგმა აფს გაანადგურა

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგმა“ „აფს“-ს უმასპინძლა 6:0 გაანადგურა. ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში მეშვიდედ „ლომების“ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა (1 თასზე, 1 ლიგის თასზე, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 ჩემპიონატში) და სრული მატჩი ჩაატარა.

Sofascore-მა ქართველი ნახევარმცველის თამაში 7.4 ქულით შეაფასა. ქოჩორას სტატისტიკა ასეთი იყო: 2 საკვანძო პასი, 88-დან 79 ზუსტი პასი (90%), 6-დან 5 ზუსტი გრძელი პასი, 2 დარტყმა, 1 დარტყმა კარში, 97 შეხება ბურთთან, 2-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ქართველმა 11-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ყვითელი ბარათიც მიაღებინა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 32-ე წუთზე მასპინძელთა კოლუმბიელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა გახსნა. მალევე მაქსიმილიანო არაუჟომ „ლომების“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 37-ე წუთზე კი ქოჩორაშვილის პასის შემდეგ ჟენი კატამომ „აფს“-ის კარში მესამე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი არაუჟომ შეასრულა, რამდენიმე წუთში კი მეორე გოლი სუარესმაც გაიტანა. 75-ე წუთზე ქოჩორას გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ამ ეპიზოდში შესანიშნავი იყო სტუმართა მეკარე ჟოაო გონსალვეში. მატჩის მიწურულს კი „სპორტინგმა“ მეექვსე გოლიც გაიტანა - დუბლი კატამოს ანგარიშზეა.

14 ტურის შემდეგ „სპორტინგს“ 35 ქულა აქვს. „ლომები“ სატურნირო ცხრილის ლიდერ „პორტუს“ 2 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა „დრაკონებს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს ქოჩორას გუნდი 18 დეკემბერს, პორტუგალიის თასზე, სტუმრად, „სანტა კლარას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წიტაიშვილის ეფექტური გოლი - კვარა საგოლე პასთან ახლოს იყო
წიტაიშვილის ეფექტური გოლი - კვარა საგოლე პასთან ახლოს იყო