სუნთქვის გაძნელების პრობლემები - რაში საავადმყოფოში მოხვდა
Aa
Aa

სუნთქვის გაძნელების პრობლემები - რაში საავადმყოფოში მოხვდა

„ლივერპულის“ ლეგენდას იან რაშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნა. ვეტერან უელსელ ფეხბურთელს ევროპაში მძვინვარე გრიპის ვირუსი რთული ფორმით შეხვდა, რასაც სუნთქვის გაძნელების პრობლემებიც თან დაერთო და საჭირო გახდა მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზირება.

64 წლის უელსელმა უკანასკნელი 48 საათი ჩესტერის საგრაფოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა და გარკვეული პერიოდის მანძილზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები შემაშფოთებლად მიიჩნევდნენ, თუმცა მკურნალობამ საბოლოოდ სათანადო შედეგი გამოიღო და წესით, პრეპარატების მიღების შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეიცვალონ. ყოველ შემთხვევაში მედიკოსები პროგნოზირებენ, რომ იანი შობის ბრწყინვალე დღესასწაულამდე მომჯობინებას შეძლებს.

ცნობისათვის, იან რაში ამ დრომდე მისი საყვარელი გუნდის „ლივერპულის“ სამსახურშია და ინგლისის მოქმედი ჩემპიონის ამბასადორად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი დონის ფეხბურთელები ასე არ უნდა იქცეოდნენ“ - ნევილმა სალაჰი რონალდუს შეადარა
„მსგავსი დონის ფეხბურთელები ასე არ უნდა იქცეოდნენ“ - ნევილმა სალაჰი რონალდუს შეადარა