„შევიდა და საგოლე პასი გააკეთა, კმაყოფილი ვარ“ - სლოტი სალაჰზე
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა „ბრაიტონთან“ მოგებული მატჩი შეაფასა და ისაუბრა მოჰამედ სალაჰზე, რომელიც პირველ ტაიმში მოედანზე ტრავმირებული ჯო გომესის ნაცვლად შევიდა.
„რთული მატჩი იყო და მოსაგებად დიდი ძალისხმევა გავიღეთ, „ბრაიტონი“ ბოლომდე იბრძოდა. პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვგრძნობ, რომ დღეს ცოტათი გაგვიმართლა. კარი მშრალად შევინახეთ, სხვა მატჩებში კი გოლები გავუშვით, მაშინ როცა ჩვენს კართან უფრო ნაკლები მომენტი იყო, ვიდრე დღეს. შესაძლოა, ეს გამართლება იმით დავიმსახურეთ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების ფონზე სწორი მენტალიტეტი ვაჩვენეთ.
სალაჰის ცვლილებაზე შეყვანა? ეს მარტივი გადაწყვეტილება იყო. ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჩვენ შორის დარჩება. სალაჰი მატჩის განაცხადში დაბრუნდა, მისი შეყვანა დაგვჭირდა, შევიდა და საგოლე პასი გააკეთა. მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.
ეკიტიკეს კარგი მომენტები ჰქონდა, ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მეტიც შეეძლო. სწორედ ამიტომ გვინდოდა მისი ყიდვა. მიხარია, რომ ის და სხვა ახალწვეულები პროგრესირებენ. ფლორიან ვირცი ასევე უმატებს. ეს ჩანს ყველაფერში, მათ შორის იმაში, თუ როგორ კომფორტულად გრძნობს თავს ბურთთან ერთად“.
ცნობისთვის, „ლივერპულმა“ „ბრაიტონს“ უგო ეკიტიკეს დუბლით მოუგო და 26 ქულით სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზეა. 20 დეკემბერს „წითლები“ სტუმრად „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.