შოთა ნონიკაშვილი
Aa
Aa

ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა | ნონიკაშვილი ჩერკასის ბოლო მატჩებში ვერ დაეხმარება

კრისტალსპორტის ინფორმაციით, უკრაინული ჩერკასის 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შოთა ნონიკაშვილმა მარჯვენა ფეხის მუხლის ხრტილის ოპერაცია გაიკეთა. ამ ეტაპზე უცნობია როდის დაუბრუნდება მოედანს, შესაძლოა ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპი სრულად ვერ გაიაროს.

ჩერკასი საკმაოდ ამბიციური კლუბია, მთელი სეზონის განმავლობაში ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონი შახტარი გახდა, ჩერკასი მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გიორგი მაისურაძის პოლისიას 2 ქულით უსწრებს.

22-ე ტურში, 5 აპრილს ნონიკაშვილმა კრივბასს გოლი გაუტანა და მას შემდეგ არ უთამაშია. სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება და ამ მატჩებშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში მეორე სეზონს ატარებს, 2025-26 წლების სეზონში ნონიკაშვილმა უკრაინის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჩეხეთთან და ფარერის კუნძულებთან ცვლილებაზე ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა
თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი - დინამომ იბერია 1999 დაამარცხა