ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკომ პენალტი გაიტანა | 20 თერთმეტმეტრიანი, გმირი მეკარე და სენტ-ეტიენის მოგება

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში დასაწინაურებლად იბრძვის. „მწვანეებმა“ პლეიოფის შეხვედრა გამართეს და საკუთარ კედლებში „როდეზს“ დაუპირისპირდნენ. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

ზურიკომ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. 29-ე წუთზე ქართველ ფეხბურთელს მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. 52-ე წუთზე დავითაშვილს საგოლე გადაცემის გაკეთება შეეძლო, მაგრამ მისი კუთხურის შემდეგ ოდნავ არაზუსტი დარტყმა ვიხილეთ.

70-ე წუთზე ზურიკომ ბურთს ფეხი კარგად ვერ დაუხვედრა. დარჩენილ დროში „სენტ-ეტიენს“ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, რომელიც აიმენ მუეფეკმა ვერ გამოიყენა და საფინალო სასტვენის შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. 

პირველი პენალტი „როდეზის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს და მატის მაინინის დარტყმა „მწვანეების“ მეკარემ, ბრის მობლემ მოიგერია, რომელიც მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე, ცვლილებაზე შევიდა. „სენტ-ეტიენის“ რიგებში პირველი თერთმეტმეტრიანის დარტყმა საკუთარ თავზე ზურიკომ აიღო და გაიტანა.

მობლემ „როდეზის“ მეორე პენალტიც მოიგერია, ლუკა სტასენმა კი საკუთარ გუნდს სერიოზული უპირატესობა მოუპოვა — 2:0. „მწვანეებმა“ შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვეს, ორი პენალტი გააცუდეს და 5-5 თერთმეტმეტრიანის შემდეგ ანგარიში თანაბარი, 3:3 გახლდათ.

მომდევნო 3-3 გატანილი პენალტის შემდეგ მობლემ კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი აიღო და საქმის ბოლომდე მიყვანა თავად გადაწყვიტა, მაგრამ კოლეგას ვერ აჯობა. მიუხედავად ამისა, მობლემ მომდევნო პენალტი მოიგერია, ნადემ საკუთარი დარტყმა გამოიყენა და „სენტ-ეტიენმა“ 20-პენალტიანი სერია 7:6 მოიგო.

„მწვანეების“ მომდევნო მეტოქის ვინაობა ამ უქმეებზე გაირკვევა. „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება და ორმატჩიან დუელში, მისი დამარცხების შემთხვევაში უმაღლეს დივიზიონში აღზევდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მენტალიტეტი, მაინცთან მატჩი, კვარა და ბაიერნთან დუბლი | ბუდუს ინტერვიუ
მენტალიტეტი, მაინცთან მატჩი, კვარა და ბაიერნთან დუბლი | ბუდუს ინტერვიუ