გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

გულიაშვილი ტრავმის გამო შეცვალეს - მოედანი კოჭლობით დატოვა

ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „ვალიადოლიდმა“ მიიღო.

ქართველი ფორვარდი სანტანდერული გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყა, 23-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

რამდენად მძიმეა ქართველი ფორვარდის დაზიანება, ჯერჯერობით უცნობია. ესპანური მედიის ინფორმაციით, მეორე ტაიმში გულიაშვილი სათარადიგოთა სკამზე ყავარჯნებით დაბრუნდა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, 33-ე წუთზე გულიაშვილის ნაცვლად მინდორზე შესულმა ასიერ ვილიალიბრემ ანგარიში გახსნა, თუმცა „ვალიადოლიდმა“ შესვენებამდე წონასწორობის აღდგენა მოახერხეს - გოლი მოჰამედ ჯაუაბის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში ანდრეს მარტინმა პენალტი გამოიყენა და „რასინგი“ დააწინაურა, შემდეგ კი ვილიალიბრეს პასით დუბლიც გაიფორმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სულეიმან კამარამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.

40 ტურის შემდეგ „რასინგი“ 78 ქულით პირველ ადგილზეა. ამგვარად, „რასინგს“ ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში გულიაშვილის გუნდი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. 24 მაისს „რასინგი“ „მალაგას“ ესტუმრება, 31 მაისს კი ლა ლიგა 2-ის დასკვნით ტურში „კადისს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა დვალის გამარჯვების გოლი - სოფიის ცსკა კონფერენს ლიგაზე გაიყვანა
ლაშა დვალის გამარჯვების გოლი - სოფიის ცსკა კონფერენს ლიგაზე გაიყვანა