კრიშტიანუ რონალდუ, გარი ნევილი, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

„მსგავსი დონის ფეხბურთელები ასე არ უნდა იქცეოდნენ“ - ნევილმა სალაჰი რონალდუს შეადარა

მოჰამედ სალაჰსა და „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა ბოლო პერიოდში თითქოს გამოსწორდა, თუმცა უკან დარჩა თუ არა გაუგებრობა, ეს ყველაფერი ალბათ უფრო კარგად მაშინ გამოჩნდება, როდესაც ეგვიპტელი აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებიდან ისევ კლუბს დაუბრუნდება. ასეთი სიტუაციების დროს ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა ვეტერანი მოთამაშეების მოსაზრება, რომლებიც ამჟამად ტელევიზიებში ექსპერტებად მუშაობენ და გარი ნევილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ასე ჩვეულებრივი მოთამაშე იქცევა, კომენტარის გაკეთებას ვერიდები. თუმცა, აქ საქმე მოჰამედ სალაჰს ეხება, რომელიც თითქმის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ახლა მახსენდება კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ანალოგიურად მოიქცა.

საერთოდ, როდესაც „ლივერპულზე“ და მის ფეხბურთელებზე მიწევს კომენტირება, თავს მოდუნების უფლებას ვაძლევ, მაგრამ სალაჰის შემთხვევაში გავბრაზდი და იცით, რატომ? სულ რამდენიმე წლის წინ მის მსგავსად ჩემთვის მშობლიური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა კრიშტიანუ რონალდუ მოიქცა და პირს მორგანთან ინტერვიუში კლუბის შიდა სამზარეულო გარეთ გამოიტანა“.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულს“ უბრუნდება და არნე სლოტმა ეგვიპტელი „ბრაიტონთან“ საშინაო მატჩის განაცხადში შეიყვანა, რომელიც დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუნაიტედის დონის მწვრთნელი არ არის“ - სქოულზი ამორიმით უკმაყოფილოა
„იუნაიტედის დონის მწვრთნელი არ არის“ - სქოულზი ამორიმით უკმაყოფილოა