„მისთვის როლი მოვამზადეთ“ - რონალდუ ფორსაჟის მე-11 ნაწილში
დღეს ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის „ფორსაჟში“ როლი მოამზადეს.
პოპულარული ფრენჩაიზი „ფორსაჟი“ მე-11 ნაწილით უნდა დასრულდეს. ფილმის გადაღებები 2026 წელს დაიწყება.
ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ვინ დიზელმა განაცხადა, რომ „ალ-ნასრის“ ფორვარდისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, „ფორსაჟის“ ფრენჩაიზის ახალ ფილმში როლი მოამზადეს. ამის შესახებ „დომინიკ ტორეტოს“ როლის შემსრულებელმა ინსტაგრამზე დაწერა.
„ყველა მეკითხებოდა, იქნებოდა თუ არა ის (რონალდუ) „ფორსაჟში“... უნდა ვთქვა, რომ ის სწორი ბიჭია. ჩვენ მისთვის როლი დავწერეთ,“
– დაწერა დიზელმა სოციალურ ქსელებში.
View this post on Instagram
შესაძლოა, საუბარი იყოს რონალდუს კამეოზე ან სრულფასოვან როლზეც კი - ჯერჯერობით საბოლოო დეტალები უცნობია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფორსაჟის“ მე-11 ნაწილი 2026 წელს გამოვა, და ეს ფილმი ფრენჩაიზში ბოლო იქნება, თუმცა შესაძლოა პრემიერამ 2027 წლისთვის გადაიწიოს. ყველაფერი დამოკიდებულია გადაღებების ხანგრძლივობაზე.
რაც შეეხება 40 წლის პორტუგალიელს, ამ სეზონში რონალდომ ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.