ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა - ნოიერი მუნდიალზე ითამაშებს
როგორც მოგეხსენებათ, დიდი ხანია მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების მეკარე აღარ არის. ლეგენდარულმა გერმანელმა სანაკრებო კარიერა 2024 წლის 21 აგვისტოს ესპანეთთან 2:1 წაგების შემდეგ დაასრულა.
სულ მალე, საფეხბურთო სამყაროში 2026 წლის მუნდიალი დაიწყება და მაღალი ალბათობით, ბაიერნის კარის დარაჯი ამერიკაში აუცილებლად გაემგზავრება და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი თქმით, ნოიერს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც 40 წლის მეკარემ თანხმობა განაცხადა.
მანუელი ნაკრებში დასაბრუნებლად მზად არის. თუ მას ტრავმა ხელს არ შეუშლის ის ნაგელსმანის განკარგულებაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კურასაოს, კოტ-დ’იუვარის და ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშებს.