ჩელსი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

შეთავაზებას დათანხმდა - ალონსო ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება

რამდენიმე დღის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მა გვამცნო, რომ ჩაბი ალონსო ლონდონის ჩელსის გაწვრთნის მთავარი კანდიდატია.

სულ ცოტა ხნის წინ, სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ ამ საკითხთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ ბასკი სპეციალისტი არისტოკრატების შეთავაზებას დათანხმდა და მომავალი სეზონიდან ის ჩელსის მთავარი მწვრთნელი იქნება. მხარეებს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ ალონსომ მიმდინარე სეზონი მადრიდის რეალის თავკაცის რანგში დაიწყო, თუმცა იანვარში გაათავისუფლეს.

რაც შეეხება ჩელსის, „ლურჯებს“ საშინელი სეზონი აქვთ. ამ მომენტისთვის, ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ევროპის ლიგის ზონამდე კი 4 ქულა აშორებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები