სემენიოს ეფექტური გოლით - სიტიმ ასოციაციის თასიც მოიგო
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „უემბლიზე“ ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხა და ამ ტიტულს მერვედ დაეუფლა - ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდის პასის შემდეგ ქუსლით ანტუან სემენიომ გაიტანა.
„მანჩესტერ სიტი“ ასოციაციის თასის მოგებებით „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ გაუთანაბრდა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეს ტურნირი 13-ჯერ აქვს მოგებული, აბსოლუტური რეკორდსმენი კი 14 მოგებით ლონდონის „არსენალია“.
რაც შეეხება პეპ გუარდიოლას, მისთვის ეს ასოციაციის თასზე მესამე გამარჯვებაა. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი არსენ ვენგერს ეკუთვნის, რომელმაც ეს ტურნირი 7-ჯერ მოიგო.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „სიტიმ“ ლიგის თასიც მოიგო - ფინალში გუარდიოლას გუნდმა ნიკო ო’რაილის დუბლით „არსენალი“ დაამარცხა. ამგვარად, „მანჩესტერ სიტის“ ლოკალური ტრებლის გაფორმების შესაძლებლობა აქვს. ამისათვის გუარდიოლას გუნდს პრემიერლიგაში დარჩენილ ორ ტურში „არსენალთან“ 2-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დასჭირდება.