გადაწყვეტილია - მან.იუნაიტედს მომავალი 2 წელი კერიკი უხელმძღვანელებს
ყველა ჭორს წერტილი დაესვა. მანჩესტერ იუანიტედს ახალი მთავარი მწვრთნელი არ ეყოლება.
წითელ ეშმაკებს მომავალი 2 სეზონის განმავლობაში მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი თქმით, კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2028 წელს მხარეებს ხელშეკრულების განახლება თავისუფლად შეეძლებათ.
მას შემდეგ, რაც „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, კლუბის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ მწვრთნელის საკითხი სწორედ ახლა უნდა მოგვარდეს. The Athletic-ის ინფორმაციით, განიხილებოდა ანდონი ირაოლას და უნაი ემერის კანდიდატურებიც, თუმცა ფავორიტად მაინც მაიკლ კერიკი რჩება.
შეგახსენებთ, რომ კერიკის ხელმძღვანელობით „მანჩესტერმა“ 15 მატჩში 33 ქულა დააგროვა. „წითელი ეშმაკების“ რამდენიმე ფეხბურთელმა პრესასთან საუბარში საჯაროდ განაცხადა, რომ 44 წლის სპეციალისტის მოსვლის შემდეგ გუნდი კარდინალურად შეიცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მწვრთნელთან დაკავშირებით არსებულმა ბუნდოვანებამ ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ტრანსფერების მიმართულებაზეც, ვინაიდან ნებისმიერი პოტენციური ახალწვეული პირველ რიგში ამ საკითხის მოგვარებას დაელოდება