ირაკლი სიხარულიძე
Aa
Aa

ხოზრევანიძის გამარჯვების გოლი | დინამო ბათუმის ზედიზედ მესამე გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა დინამო ბათუმმა შინ ბოლოადგილოსანი მეშახტე 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ლადო ბურდულის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 34-ე წუთზე ბექა შუბითიძის პასით ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში შემოატრიალეს, 49-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ შეაგდო. 63-ე წუთზე თამაშში 20 წლის ფორვარდი ლევან ხოზრევანიძე ჩაერთო, რომელმაც 84-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან თავით ეფექტური გოლი შეაგდო.

2025 წლის სეზონში ლევან ხოზრევანიძემ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში 9-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რომელიც დღეს დაასრულა.

დინამო ბათუმმა 13 მატჩში 17 ქულა დააგროვა, ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, მე-6 ადგილზეა. რაც შეეხება მეშახტეს, ზედიზედ მე-4 მატჩი დათმო, 10 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა უშუალო კონკურენტ გაგრას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მე-14 ტურში, 21 მაისს დინამო ბათუმი სპაერს ესტუმრება, 20 მაისს მეშახტე წყალტუბოში ტორპედოს მიიღებს.

დინამო ბათუმის პრესსამსახურის ფოტო

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ვიცოდი რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ ამის გამო გამაოცა | სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე
    ვიცოდი რომ ნიჭიერი იყო, მაგრამ ამის გამო გამაოცა | სენტ-ეტიენის მწვრთნელი ზურიკოზე