„ადრე, თუ გვიან ამის დრო მოვა...“ - თოფურია კარიერის დასრულებაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გუშინ გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს ლეგენდის ჯილდო ჩაიბარა, რის შემდეგაც ამავე გამოცემის ჟურნალისტთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კარიერის მალე დასრულების ალბათობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტი - იცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მალე გადაწყვეტთ პენსიაზე გასვლას?
ილია თოფურია:
ეშინიათ, რომ პენსიაზე გავალ? ვაუ. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ეს შიში ბევრი სპორტსმენის მიმართ გვემართება, მაგალითად რაფა ნადალის შემთხვევაში, არასდროს გვინდოდა მისი პენსიაზე გასვლა... მაგრამ დგება დრო, როდესაც სპორტსმენმა ეს უნდა გააკეთოს. მესმის, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს ჩემი პენსიაზე გასვლა, ვისაც ყოველთვის უნდა, რომ შაბათს საღამოს, ტელევიზორის წინ, ან მოგზაურობის დროს ჩემს შეჯიბრებებს უყუროს... მაგრამ საბოლოოდ ვფიქრობ, რომ სპორტში ყველას გვაქვს ვადის გასვლის თარიღი და ჩემიც უეჭველად მოვა. და არ მგონია, რომ ამაზე საუბარი მარტივი იყოს. ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც ამაზე, თუ როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, როდესაც სპორტიდან წასვლა მომიწევს, როცა აღარ მექნება ის რუტინა - დილით ადრე ადგომა, ვარჯიში, დიეტის დაცვა... და იმის მიუხედავად, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მაინც ვიზრუნებ ჩემს სხელულზე და ჯანმრთელობაზე, ეს ძველებურად მაინც აღარ იქნება. ჩემი მიზანი აღარ იქნება საკუთარი თავის გადალახვა, რეკორდების მოხსნა, ბარიერის დაძლევა და ა.შ. მიდგომა განსხვავებული მექნება. საინტერესოა, ჩემი თანაგუნდელების მოსმენა, რომელმაც ეს პერიოდი გაიარეს, პენსიაზე გავიდნენ ან კარიერის დასრულებასთან ახლოს არიან. მათთან ბოლომდე ვეყრდნობი და მათთან საუბარი საინტერესოა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა ოჯახური პრობლემების გამო რამდენიმეთვიანი პაუზია აიღო, რის გამოც UFC მის ქამარს გაათამაშებს და დროებით ჩემპიონს ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლაში გამოავლენს. მათ შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია დაუპირისპირდება.