გულიაშვილმა შეტევა კარგად განავითარა | ლიაიჩის ბრწყინვალე პასი და გამარჯვება
ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონატის მე-19 ტურში „სარაევომ’’ გასვლაზე „ზრინსკი მოსტარი’’ დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი გულიაშვილი-ლიაიჩი-ოლივეირას კომბინაციით გავიდა. ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი კარგად შეინარჩუნა, შეტევა განავითარა, რასაც ლიაიჩის ბრწყინვალე პასი მოჰყვა, ოლივეირამ ერთი-ერთზე გაიტანა.
34 წლის ადამ ლიაიჩი უნდა გახსოვდეთ, იტალიის სერია A-ში 225 მატჩში 48 გოლი გაიტანა (ფიორენტინაში, რომაში, ინტერსა და ტორინოში თამაშობდა). ზაფხულში „სარაევოს’’ ფეხბურთელი გახდა.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ტრადიციულად ყოველთვის აქტიურია და გუნდის შეტევების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, თუმცა პრობლემა უგოლო სერიაა. ჩემპიონატის 18 მატჩში მხოლოდ 1 გოლი შეაგდო, პენალტიდან, ღია თამაშში არ გაუტანია, თუმცა 8 საგოლე პასი დააგროვა, რაც ძალიან კარგი შედეგია და მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი შეტევაში აქტიური და პროდუქტიულია.
ბოლოს ღია თამაშშში 24 ივლისს შეაგდო, 24 ივლისს კონფერენს ლიგაზე „კრაიოვას’’ ბრწყინვალე გოლი გაუტანა. მას შემდეგ ბოლო ფაზა მისი მთავარი პრობლემაა.