ნაპოლი, უდინეზე
Aa
Aa

უდინეზემ ნაპოლის მოუგო - გოგლიჩიძე 1 წუთი ათამაშეს

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ქართველი მცველი ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე იყო, რაც „უდინეზეს“ ზედიზედ მე-7 მატჩში მოხდა. წინა 6 შეხვედრაში გოგლიჩიძეს სათამაშო დრო არ მისცემია, დღეს კი მოედანზე მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გამოჩნდა და ფაქტობრივად, 1 წუთიც არ უთამაშია. საბა სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს 29 ოქტომბერს, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ იყო და ის მატჩი „უდინეზემ“ 3:1 წააგო.

დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე, ეკელენკამპმა გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში „უდინეზეს“ მაისურით 7 მატჩი ჩაატარა. 15 ტურის შემდეგ უდინური კლუბი 21 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, სტუმრად „ფიორენტინას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს დუბლი | 2 ბრწყინვალე მოქმედება და შესანიშნავი შესრულება
ზურიკოს დუბლი | 2 ბრწყინვალე მოქმედება და შესანიშნავი შესრულება