“დომინირებისთვის ბალანსი არ გვქონდა“ - ენრიკე მეცთან მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი მეცს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ენრიკე:
„ძალიან რთული მატჩი იყო. ამ სირთულის შესახებ მატჩამდეც ვიცოდით. ვფიქრობ, მეცმა ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ცვლილებების გაკეთება აუცილებლობის გამო მომიწია. როდესაც საჯარიმოში ან მის სიახლოვეს ნახევარმცველები არ არიან, ძნელია ბალანსის შენარჩუნება.
აკადემიის მოთამაშეები? ეს ჩვენი კლუბის მახასიათებელია, რომელიც თავდაჯერებულობას მატებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჩემი აზრით მაღალი ხარისხი აქვთ. დღეს მათ კარგად ითამაშეს, მაგრამ მეორე ტაიმი ძალიან რთული იყო. დომინირებისთვის ბალანსი არ გვქონდა.
მეცი ზეწოლას ბოლო წუთამდე ახორციელებდა. მეორე ტაიმის ბოლოს წონასწორობა და მატჩის კონტროლი დავკარგეთ. ფინალი ფლამენგოსთან? მათი თვისებების შესახებ კარგად ვიცით, რადგან ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე დავაკვირდი. ისინი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ. მოტივაცია არ გვაკლია, რადგან ეს მორიგი ტიტულის შესაძლებლობაა.“
შეგახსენებთ, რომ მეცის რიგებიდან გიორგი წიტაიშვილი გამორჩეული იყო. ჯვაროსნების შემტევმა პარი სენ ჟერმენს ეფექტური გოლი გაუტანა. ასევე მატჩში გიორგი აბუაშვილიც ვიხილეთ, რომელიც მსგავსად კვარაცხელიასი მეორე ტიამში ცვლილებაზე გამოვიდა.