ხვიჩა კვარაცხელია, კაკა
Aa
Aa

„კაკას მაგონებს“ | L'Equipe-ის ჟურნალისტმა კვარაცხელია შეაქო

L’Equipe-ის ჟურნალისტმა, ნაბილ ჯელიტმა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ჯელიტმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი კაკას შეადარა.

„როდესაც ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, მას უმაღლესი დონის ფეხბურთელთა შორის არ მოვიაზრებდი, მათზე ერთით დაბალ კატეგორიაში გამყავდა. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა და კვარაცხელია ნამდვილად უმაღლეს კატეგორიაშია.

ხვიჩა იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლებსაც შეუძლიათ, მატჩის ბედი ინდივიდუალურად გადაწყვიტონ. მას მბაპეს, იამალის, ვინისიუსისა და სხვა მოთამაშეების გვერდით არ ვაყენებდი, მაგრამ ახლა უდავოდ ერთ-ერთი მათგანია. როდესაც კვარაცხელია გადაწყვეტს, რომ განსხვავება შექმნას, ეს გამოსდის. მისგან რასაც ველოდებით, ზუსტად იმას აკეთებს და, ჩემი აზრით, პარი სენ-ჟერმენისთვის გამორჩეული აქტივია.

პირადად მე კვარა სათამაშო სტილით ბრაზილიელ კაკას მაგონებს. ბალანსს კაკასავით ბრწყინვალედ ინარჩუნებს, ფიზიკურად ძლიერია და ფენომენალური ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული და მისი მეტოქე „არსენალია“. ხვიჩა და კომპანია ლიგა 1-ის ჩემპიონობასთანაც ახლოს არიან და შეეძლებათ ტიტული მომდევნო ტურში, „ლანსთან“, გაიფორმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვემბიმ რიდს იდაყვი ჩაარტყა და გააძევეს | მინესოტამ სან ანტონიოსთან გაათანაბრა
ვემბიმ რიდს იდაყვი ჩაარტყა და გააძევეს | მინესოტამ სან ანტონიოსთან გაათანაბრა