ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ძალიან კარგია, ასე რომ მოიქცა“ | ჰოლოუეი ილიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე

დენა უაითის გარდა, ილია თოფურიასა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირებას მაქს ჰოლოუეიც გამოეხმაურა. „დალოცვილმა“ „ელ მატადორის“ მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ ქართველი ჩემპიონი სწორად მოიქცა.

„ვიდეო ვნახე, სრული სიგიჟეა. ამ ბიჭს ვიღაცამ რაღაც აუცილებლად უნდა უთხრას. ეს ტიპი ყველანაირ საზღვარს გასცდა. კარგია ილია ასე რომ მოიქცა. ძალიან კარგია, რაც ილიამ გააკეთა“, — განაცხადა ჰოლოუეიმ Kick-ის საკუთარ არხზე საუბრისას.

ცნობისთვის, ჰოკიტი პერეირას მისამართით ინგლისურად ბინძურად საუბრობდა და ალექსის დედა ახსენა. „პოატანმა“ ინგლისური კარგად არ იცის და ჰოკიტს „ელ მატადორმა“ უპასუხა. ილიამ ამერიკელ მებრძოლს უთხრა გაჩუმებულიყო, შემდეგ კი წყლის ბოთლი ესროლა.

რაც შეეხება დენა უაითს, მას თოფურიას ქმედებაზე კონკრეტული არაფერი უთქვამს. UFC-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ელოდებოდა, ამ პრესკონფერენციაზე ასეთი რამ თუ მოხდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამას არ ველოდით“ | დენა უაითის კომენტარი ილიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე
„ამას არ ველოდით“ | დენა უაითის კომენტარი ილიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე