„ამას არ ველოდით“ | დენა უაითის კომენტარი ილიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე
UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი, ილია თოფურიასა და ჯოშ ჰოკიტის დაპირისპირებას გამოეხმაურა. UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე „ელ მატადორმა“ ალექს პერეირა დაიცვა, რომელზეც ჰოკიტი ბინძურად საუბრობდა, და დენამ კომენტარი სწორედ ამაზე გააკეთა.
„არ მინდა, რომელიმე ბიჭმა ტრავმა მიიღოს რაღაც სისულელის გამო, რომელიც საერთოდ არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი იმ მებრძოლებზე მიდის, რომლებიც ერთმანეთთან არასდროს იჩხუბებენ.
ილია თოფურია და ალექს პერეირა, ჩვეულებრივ, საკმაოდ მშვიდი ბიჭები არიან. ილია ხანდახან ფეთქდება ხოლმე, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდით. ისინი ერთ რიგში ისხდნენ და ვხედავ, შონ ომალი უკან იწევს, რა დროსაც ვფიქრობ: „ჯანდაბა! მეხუმრებით?“. ეს რეაქცია იმიტომ მაქვს, რომ ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, აწონვებზე (ჩიმაევისა და სტრიკლენდის) რამე არ მომხდარიყო. სამომავლოდ ამისთვის მზად ვიქნებით. ესაა ბიზნესი, რომელშიც ვართ“.
ცნობისთვის, თოფურიასთან დაპირისპირების შემდეგ UFC-ის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ჰოკიტი სცენიდან გაიყვანეს, ალექსმა კი ილიას, პატივისცემისა და დაფასების ნიშნად, ხელი ჩამოართვა. კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და „ელ მატადორმა“ ბევრი ახალი გულშემატკივარი შეიძინა.