ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ზურაბ ხიზანიშვილი
Aa
Aa

„ენრიკემ ხვიჩა პირველად მაშინ შეამჩნია“ - ხიზანიშვილმა საინტერესო ამბავი გაიხსენა

ხვიჩა კვარაცხელია რომ კარიერის საუკეთესო ფორმაშია და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი კანდიდატია, ამაზე ყველა თანხმდება. არც იმას უარყოფს ვინმე, რომ ხვიჩას ასე გახსნაში უდიდესი წვლილი „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელს ლუის ენრიკეს მიუძღვის და ყველამ ვიცით, რომ პარიზელებმა წელიწადნახევრის წინ „ნაპოლიდან“ ქართველი ვინგერი სწორედ მისი უშუალო მოთხოვნით შეიძინეს. როდის შეამჩნია პირველად ენრიკემ ხვიჩა, აი ამასთან დაკავშირებით კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას საინტერესო ისტორია გაიხსენა.

რას ამბობს ხიზანიშვილი

როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და თბილისში „ფურია როხასთან“ 1:2 წავაგეთ, გასახდელის შესასვლელთან ის ვილი სანიოლს ეკითხებოდა, ჩვენი შვიდი ნომერი ვინ იყო. გახსოვთ ალბათ იმ შეხვედრაში კვარამ მშვენიერი გოლი გაიტანა და როგორც ჩანს, ენრიკეზე პირველი შთაბეჭდილება მაშინ მოახდინა.

ლუის ენრიკეზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მიუნხენში გამართულმა თამაშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ძლიერი სპეციალისტია. ლამის ყველა ჯარიმა გაათამაშებინა გუნდს, რადგან „ბაიერნის“ ფეხბურთელები ზონებში იდგნენ და უპირატესობა რომ არ ჰქონოდათ, ასე იყო საჭირო. გარდა ამისა, მატვეი საფონოვი აუტში მარცხენა ფლანგზე ბურთს სპეციალურად იგერიებდა, რათა იმ ზონაში მყოფ მაიკლ ოლისესთვის კონტრშეტევის დაწყების შანსი არ მიეცათ - ასეთ რამეს მხოლოდ განსაკუთრებული სპეციალისტი თუ მოიფიქრებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს და იმ შემთხვევაში თუ „პარი სენ-ჟერმენი“ „არსენალს“ დაამარცხებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ზედიზედ მეორედ მოიგებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“წარსულისა და აწმყოს კავშირი“ - პსჟ-მ მომავალი სეზონის ფორმა წარადგინა
“წარსულისა და აწმყოს კავშირი“ - პსჟ-მ მომავალი სეზონის ფორმა წარადგინა