კილიან მბაპე
Aa
Aa

ყველა გაოგნებული დატოვა | რატომ არ ითამაშა მბაპემ ელ კლასიკოში

Onda Cero-ს ინფორმაციით, კილიან მბაპემ რეალის ვარჯიში მას შემდეგ დატოვა, როცა გაიგო რომ სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა პერსონალს განუცხადა, რომ დისკომფორტს გრძნობდა, რამაც კლუბში ყველა გაოგნებული დატოვა.

ელ კლასიკოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე MARCA-მ დაწერა, რომ ბარსელონასთან მატჩის წინ ალვარო არბელოას გუნდი ბოლო ვარჯიშს ატარებდა, ვარჯიშის დასრულებამდე 5 წუთი ადრე ფრანგმა ბარძაყის უკანა კუნთში დისკომფორტი იგრძნო. რეალის სამწვრთნელო შტაბი მბაპესთან დაკავშირებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა საბოლოოდ კლუბმა გადაწყვიტა კილიანი განაცხადში არ შეეყვანა, რადგან ჩათვალა, რომ ფორვარდი ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელებული არაა. Onda Cero-მ დღეს განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია გაავცელა.

27 წლის ფრანგმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩში 15 გოლი და 1 საგოლე პასი დააგროვა. ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ვედატ მურიქის 2 გოლით უსწრებს, ჩემპიონთა ლიგაზე ჰარი კეინი 1 გოლით ჩამორჩება. დიდი ალბათობით საუკეთესო გოლეადორი გახდება, რადგან კეინისთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 5 გოლით ჩამორჩება.

ლა ლიგის 35-ე ტურში ბარსელონამ რაშფორდისა და ფერან ტორესის გოლებით რეალს 2:0 მოუგო, ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი ხვიჩას ? - კროოსის აზრით, პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატია
ოქროს ბურთი ხვიჩას ? - კროოსის აზრით, პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატია