გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონი და მამარდაშვილი | რა გეგმები აქვს ლივერპულს

„ლივერპულის“ მეკარე, ალისონ ბეკერი, „ენფილდის“ დატოვებასთან ახლოსაა. იტალიური და ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, 33 წლის ბრაზილიელს მოლაპარაკებები „იუვენტუსთან“ აქვს და „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმებაც დადო.

Talksport-ის ჟურნალისტმა, ალექს კრუკმა, „წითლების“ სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია გაავრცელა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ცნობები მოგვაწოდა. კრუკის მიხედვით, ალისონის წასვლის შემთხვევაში მერსისაიდელები პირველი მეკარის სტატუსს გიორგი მამარდაშვილს მიანიჭებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპულმა“ ალისონის შემცვლელის შესაძენად მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა, მამარდაშვილი კვლავ განიხილება კლუბის გრძელვადიან მთავარ მეკარედ“, — წერს კრუკი.

შეგახსენებთ, რომ წარსულში „ლივერპულს“ რამდენიმე გოლკიპერი დაუკავშირეს. Teamtalk-მა დაწერა, რომ მერსისაიდელთა მთავარი სამიზნე „პორტუს“ ფეხბურთელი, დიოგუ კოშტა გახლავთ, რომლის გამოსასყიდი თანხაც 52 მილიონი გირვანქა სტერლინგია. კოშტას გარდა, „ენფილდზე“ კიდევ სამ ვარიანტს განიხილავენ: ბარტ ვერბრუგენს, რობინ როფსსა და ჯეიმს ტრაფორდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ არის მარტივი ჩემნაირი მწვრთნელის ყოლა“ - ენრიკე ბრესტთან მატჩის შემდეგ
„არ არის მარტივი ჩემნაირი მწვრთნელის ყოლა“ - ენრიკე ბრესტთან მატჩის შემდეგ