მათე საური
Aa
Aa

კარგი ამბავი: მათე საური ლა ლიგა 2-ის გუნდთან ერთად შეკრებას გაივლის

ლა ლიგიდან გავარდნილი ოვიედო ახალი მთავარი მწვრთნელის, ხულიან კალეროს ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

დინამო თბილისის მეკარემ, მათე საურმა გასული სეზონი ოვიედოს მეორე გუნდში იჯარით გაატარა. ესპანურ კლუბში მათეს მიმართ საკმაოდ პოზიტიური განწყობაა, კლუბს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება სურდა და მხარეები ახალ, ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. ხულიან კალეროს შეკრებაზე 27 ფეხბურთელი მიჰყავს, მათ შორის სამი მეკარეა. პირველი მეკარე 30 წლის აარონ ესკანდელია, მეორე - 24 წლის მიგელ ნარვაესი, მესამე - 20 წლის მათე საური. ამ ეტაპზე მათე მესამე მეკარედ ითვლება, თუმცა პროცესში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს.

2024-25 წლების სეზონში ხულიან კალერო ლევანტეში გიორგი ქოჩორაშვილს წვრთნიდა, კალეროს ხელმძღვანელობით ქოჩორაშვილმა 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელისთვის აღნიშნული სეზონი საუკეთესო იყო, ლევანტეს ლა ლიგაში აღზევებაში დიდი როლი შეასრულა.

შეგახსენებთ, მათე საური დინამო თბილისის აღზრდილია, 2024-25 წლების სეზონი იჯარით პორტუგალიურ რიუ ავეში გაატარა, გასული სეზონი - ოვიედოს მეორე გუნდში. 1,91 მ. სიმაღლის ნიჭიერ მეკარეს, რომელიც ფეხით კარგად თამაშით გამოირჩევა, საქართველოს 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 გოლი კასილასის კარში | დინამო ბათუმში ბრაზილიელი ფორვარდი ითამაშებს
2 გოლი კასილასის კარში | დინამო ბათუმში ბრაზილიელი ფორვარდი ითამაშებს