ალეკო ბასილაძე
Aa
Aa

გვჯერა, კონკურენციას გაზრდის | ლიბერეცში ბასილაძის მიმართ პოზიტიური მოლოდინია

როგორც ცნობილია, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების გარემარბი ალეკო ბასილაძე კარიერას ლიბერეცში გააგრძელებს. ჩეხური კლუბის გენერალურმა დირექტორმა იან ნეზმარმა აღნიშნა, რომ გუნდში ბევრი მემარცხენე ფეხბურთელი არაა და ალეკოს დამატება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია.

„შემადგენლობაში ბევრი მემარცხენე ფეხბურთელი არ გვყავს, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ალეკოს ტრანსფერის დასრულება შევძელით. სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, კარისკენ სწრაფვით ხასიათდება და პროდუქტიულობაც (გოლების გატანაც) შეუძლია. მას მოედნის მარცხენა ფლანგის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ამასთანავე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, სადაც ძალები საერთაშორისო ასპარეზზეც მოსინჯა. გვჯერა, რომ ის სწრაფად შეეწყობა გასახდელს და მარცხენა ფლანგზე კონკურენციას გაგვიზრდის“ - აღნიშნა იან ნეზმარმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

20 წლის შემტევი, რომელსაც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად იწვევდნენ, ქუთაისის ტორპედოს აღზრდილია. მის სანაცვლოდ იმერული კლუბი 750 000 ევროს მიიღებს, რაც სოლიდური თანხაა.

ბასილაძემ ტორპედოს პირველ გუნდში რეგულარული სათამაშო დრო 2024 წლიდან მიიღო.Transfermarkt-ზე დაყრდნობით საერთო ჯამში ყველა ტურნირის გათვალისწინებით ტორპედოსთვის ჩატარებულ 62 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.

ბასილაძის გარემარბის პოზიციაზე ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მარცხენა მცველად თამაშის გამოცდილებაც აქვს, მათ შორის მიმდინარე სეზონშიც, მაგრამ მეტწილად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ივლისის სატრანსფერო ზონა
5 ივლისის სატრანსფერო ზონა