მარტინესი: “ესპანეთი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში სუპერ დაპირისპირება გველის. ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ !
მატჩის წინ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა.
მარტინესი:
„ესპანეთი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ და ძალიან მკაფიო სათამაშო იდენტობა აქვთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ასეთ მატჩებში დეტალები წყვეტს ყველაფერს. ორივე გუნდს ძალიან მაღალი ხარისხი აქვს და მცირე ეპიზოდები იქნება გადამწყვეტი.
კრიშტიანუ განსაკუთრებული ფეხბურთელია. მისი გამოცდილება და ლიდერობა ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობისაა. ეს მხოლოდ კიდევ ერთი მატჩი არ არის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ემოციებზე მეტად სწორ გადაწყვეტილებებს ექნება მნიშვნელობა
ვფიქრობ, ჩვენი გუნდი იზრდება. ხორვატიასთან გამარჯვებამ თავდაჯერება მოგვცა, თუმცა ვიცით, რომ ახლა კიდევ უფრო მაღალი დონის გამოცდა გველოდება.“
შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები ერთმანეთს უკანასკნელად 2025 წელს ერთა ლიგის ფინალში შეხვდნენ. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და პორტუგალიამ პენალტების სერიაში მოიგო.
ცნობისთვის, ამ გუნდების მერვედფინალური დაპირისპირება 6 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.