“რთული მატჩი გველოდება“ - დე ლა ფუენტე პორტუგალიასთან მატჩის წინ
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში სუპერ დაპირისპირება გველის. ესპანეთი პორტუგალიის წინააღმდეგ !
მატჩის წინ, ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
დე ლა ფუენტე:
„პორტუგალია განსაკუთრებული ნაკრებია. მათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ და ჩვენ ძალიან რთული მატჩი გველოდება. კრიშტიანუ რონალდუს მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ის ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა და ასეთ ასაკშიც გადამწყვეტი ფიგურაა.
იამალი მენდეშის წინააღმდეგ? ასეთი მატჩები ფეხბურთელს ზრდის. ლამინი უფრო მომწიფებული და თავდაჯერებულია, ვიდრე ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს. მინდა, რომ საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს.
ჩვენ ფავორიტობაზე არ ვფიქრობთ. ასეთ ეტაპზე ერთი შეცდომაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენ პატივს ვცემთ პორტუგალიას, მაგრამ საკუთარ ძალებში სრული რწმენა გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრებები ერთმანეთს უკანასკნელად 2025 წელს ერთა ლიგის ფინალში შეხვდნენ. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და პორტუგალიამ პენალტების სერიაში მოიგო.
ცნობისთვის, ამ გუნდების მერვედფინალური დაპირისპირება 6 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.