“პერესთან კონტაქტი არ მქონია“ - მოურინიომ რეალთან კავშირი უარყო
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ალვარო არბელოა მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
სამეფო კლუბის ირგვლივ არაერთი სპეციალისტის სახელი გაჟღერდა, თუმცა ყველაზე ბევრს ჟოზე მოურინიოზე საუბრობენ.
მეტიც, რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ „განსაკუთრებულსა“ და ფლორენტინო პერესს შორის პირადი საუბარი შედგა.
დღეს კი სულ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ყველაფერი უარყო.
რა თქვა ჟოზემ?
„პრეზიდენტთან არანაირი კონტაქტი არ მქონია და არც კლუბის რომელიმე მნიშვნელოვან ადამიანთან. ვიმეორებ, რეალთან კონტაქტი არ მქონია და არც მექნება იქამდე, სანამ ეშტორილთან ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს არ ჩავატარებთ.“
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო სამეფო კლუბს 2010/2013 წლებში წვრთნიდა. პორტუგალიელმა ბლანკოსთან ერთად ლა ლიგა, კოპა დელ რეის და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.