ბარსელონა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

გაძლიერება, შეწყალებული და პატიების მაძიებელი - რეალის სიტუაცია ელ კლასიკოს წინ

გაძლიერება, შეწყალებული ფეხბურთელი… და ის, ვინც პატიებას ეძებს. კლასიკური ვესტერნის სათაურს ჰგავს, მაგრამ ზუსტად აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც რეალი იმყოფება სეზონის ბოლო ელ კლასიკოს წინ..

ეს შეიძლება ისტორიული სცენარი აღმოჩნდეს — „ბარსელონამ“ ჩემპიონობა სწორედ „რეალის“ დამარცხებით გაიფორმოს, რაც ამ ორი გრანდის დაპირისპირების შემდეგ არასდროს მომხდარა.

არბელოას გუნდი „კამპ ნოუზე“ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირის შემდეგ მიდის — შერყეული გასახდელით, ზღვარზე მისული გულშემატკივრებით და კრიზისული ატმოსფეროთი. ასეთ ვითარებაში გამარჯვება არა მხოლოდ ქულების, არამედ ჭრილობების მოშუშების საკითხიცაა.

პირველი მნიშვნელოვანი ფიგურა ტიბო კურტუა არის. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრუნება. მისი დაბრუნება მხოლოდ კარში სიმშვიდეს არ ნიშნავს — ბელგიელი გასახდელში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი ფიგურაცაა. მას მოუწევს გუნდის გაერთიანება იმ მომენტში, როცა მარცხი სიტუაციას კიდევ უფრო ააფეთქებს.

მეორე ფიგურაა „შეწყალებული“ ორელიან ჩუამენია. ფრანგს შიდა ინციდენტის გამო ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, თუმცა სპორტული სასჯელი თავიდან აიცილა და ელ კლასიკოში ითამაშებს. როგორც არბელოამ თქვა: „ეს ფეხბურთელები იმსახურებენ, რომ გვერდი გადავფურცლოთ და მათ ამ კლუბისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მივცეთ.“

ვალვერდე კი ვერ ითამაშებს — კონფლიქტის შედეგები მას 10-14 დღით თამაშგარეში ტოვებს.

მესამე და ყველაზე სენსიტიური თემა კილიან მბაპეა.. ფრანგი თავდამსხმელი ცდილობს დაკარგული ნდობა დაიბრუნოს, რადგან ბოლო კვირებში გულშემატკივრების კრიტიკის მთავარი სამიზნე გახდა. კრიზისის დროს იტალიაში გამგზავრებამ, „ესპანიოლთან“ მატჩზე დაგვიანებულმა მისვლამ და აღდგენის პროცესის ირგვლივ გაუგებრობამ უკმაყოფილება გაამწვავა.

მისი მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია — ბოლო ვარჯიში სრულად არ ჩაუტარებია. გუნდთან ერთად გამგზავრება მოსალოდნელია, თუმცა სასტარტოში მისი გამოჩენა ნაკლებად რეალურია. სავარაუდოდ, სკამიდან დაელოდება შანსს.

თუ მოედანზე გავა, ეს შეიძლება იყოს მისი პირველი რეალური შესაძლებლობა, კვლავ მოიპოვოს ბლანკოსის გულშემატკივრების ნდობა და თუ ის დღეს ვერაფერ ღირებულს ვერ გააკეთებს, მის მიმართ კრიტიკა გაძლიერდება..

ცნობისთვის, ბარსელონას და რეალის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ელ კლასიკოა, ამიტომ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ“ - ჰანსი ფლიკი
„ელ კლასიკოა, ამიტომ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ“ - ჰანსი ფლიკი