მარკის რიდი
Aa
Aa

რიდის 25 ქულა - მარკისი ისევ მატჩის MVP გახდა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტური არის იმის ნათელი დადასტურება, რომ მარკის რიდის სახით საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ძალზედ კვალიფიცირებული მოთამაშე დაიმატა. რეგულარული გათამაშების 30-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ საკუთარ დარბაზში „მერსინი“ 10-ქულიანი სხვაობით, 90:80 დაამარცხა და მატჩის MVP მასპინძლების 31 წლის ამერიკელი კალათბურთელი გახდა.

რიდმა პარკეტზე გატარებულ 35 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან სამიდან ორი სამქულიანი, ცამეტიდან შვიდი ორქულიანი და ხუთიდან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო. ოთხი მოხსნიდან ორი თავდასხმაში ასპარეზობისას მიითვალა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, ამით თურქეთის სუპერლიგის რეგულარული გათამაშება დასრულდა და „ტრაბზონსპორმა“ მეექვსე ადგილი დაიკავა. 13 და 16 მაისს ჩემპიონატის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც პლეი ოფის ყველა წყვილი გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა მე-4 ადგილზე დაასრულა
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგა მე-4 ადგილზე დაასრულა