შეთანხმება შედგა: ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში ბრუნდება
ესპანელი ჟურნალისტის, სირო ლოპესის ინფორმაციით, მადრიდის რეალსა და ჟოზე მოურინიოს შორის შეთანხმება შედგა. სეზონის დასრულების შემდეგ ალვარო არბელოა გუნდს დატოვებს და ახალ სეზონში სამეფო კლუბს პორტუგალიელი გაწვრთნის.
მოურინიო ამჟამად ბენფიკას წვრთნის. რეალს პორტუგალიური კლუბისთვის კომპენსაციის სახით 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ჟოზე მოურინიო რეალს 2010-13 წლებში წვრთნიდა, ამ წლებში გუნდმა ლა ლიგა (2011-12), ესპანეთის თასი (2010-11) და სუპერთასი (2012) მოიგო.
სეზონის დაწყებამდე გუნდი ჩაბი ალონსომ ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით რეალმა 34-დან 24 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 6 დათმო. იანვარში ესპანეთის სუპერთასზე რეალი ბარსასთან დამარცხდა, ამ მატჩის შემდეგ ალონსოსა და რეალის გზები გაიყო. ბასკი ალვარო არბელოამ შეცვალა, თუმცა მისი მუშაობაც წარუმატებელი გამოვიდა, გუნდი სეზონს უტიტულოდ ასრულებს.