ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

ჰაიდენჰაიმმა კიოლნსაც მოუგო - ბუდუს გუნდი სასწაულთან ახლოსაა

გერმანიის ბუნდესლიგისს 33-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „კიოლნს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ქართველ შემტევს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, თუმცა პროდუქტიული მატჩი ჩაატარა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ბუდუს სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 24 შეხება, 13-დან 9 ზუსტი პასი, 1 დარტყმა, რომელიც დაიბლოკა, 4-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 ართმევა, 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 მიღებული ყვითელი ბარათი. Sofascore-ს შეფასება - 6.6 ქულა.

ერთი შეხედვით, მეორე ბუნდესლიგაში დასაქვეითებლად განწირულმა „ჰაიდენჰაიმმა“ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პლეი-ოფის ზონაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს. 31 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 26 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება. ამდენივე ქულა აქვთ პლეი-ოფის ზონაში, მე-16 ადგილზე მყოფ „ვოლფსბურგსა“ და ბოლო, მე-18 პოზიციაზე მყოფ „სანქტ-პაულის“. ბოლო ტურში „სანქტ-პაული“ და „ვოლსფბურგი“ ერთმანეთს ხვდებიან, „ჰაიდენჰაიმი“ კი საკუთარ მოედანზე „მაინცს“ მიიღებს. თუ ბუდუს გუნდი გაიმარჯვებს, კონკურენტები კი მინიმუმ ფრეს ითამაშებენ, „ჰაიდენჰაიმი“ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ფრის გარდა, „ჰაიდენჰაიმს“ „სანქტ-პაულის გამარჯვებაც აძლევს ხელს, თუმცა თავისი თამაში აუცლებლად მოსაგები აქვს. ბუნდესლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრები 16 მაისს, ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კიტეიშვილის მე-15 გოლი - შტურმმა ჰარტბერგს მოუგო
    კიტეიშვილის მე-15 გოლი - შტურმმა ჰარტბერგს მოუგო