ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

“სუპერ ბედნიერი ვარ“ - ბასილაშვილი შელტონის დამარცხების შემდეგ

რომის მასტერსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი სამ სეტში 6:4 6:7 6:3 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ის ოფიციალურ გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.

ბასილაშვილი:

„მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან დაძაბული ვიყავი. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ასეთი მატჩების ჩატარება, განსაკუთრებით ტოპ 10-ის მოთამაშის წინააღმდეგ. სუპერ ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩს“.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილისა და შელტონის დაპირისპირება 2 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. 1/16-ფინალში ნიკოლოზი ბრენდონ ნაკაშიმას დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები