ხვიჩა კვარაცხელია, ტონი კროოსი
Aa
Aa

ოქროს ბურთი ხვიჩას ? - კროოსის აზრით, პრობლემა მსოფლიოს ჩემპიონატია

ტონი კროოსის ძმა ფელიქს კროოსი ხვიჩა კვარაცხელიასთვის ოქროს ბურთის ჯილდოს გადაცემას ითხოვს. პოდკასტ Einfach mal Luppen-ის ბოლო ეპიზოდში, თავის ძმასთან, ტონისთან ერთად, ფელიქსმა ქართველის განსაცვიფრებელი გავლენა აღიარა: „კვარაცხელიას ერთ-ერთი ეპიზოდის შემდეგ, სადაც მან კიდევ ერთხელ აჯობა ყველას, ჩავინიშნე: კვარაცხელია — ოქროს ბურთი“.

Einfach mal Luppen არის გერმანელი ძმების, ტონი კროოსისა და ფელიქს კროოსის ერთობლივი პოდკასტი. პოდკასტის სათაური საფეხბურთო ჟარგონია და გერმანულად ბურთის თავზე გადაგდებას ნიშნავს.

ფელიქს კროოსი აღფრთოვანებას ვერ მალავდა: „ამ ბოლო ორ მატჩში მას თითქმის სრულად ვადევნებდით თვალს. ის, რისი გაკეთებაც მას შეუძლია ბურთით და ბურთის გარეშე, მისი გამძლეობა, ტექნიკური გადაწყვეტილებები და ის, თუ როგორ მოამზადა პირველი გოლი — ეს დაუჯერებელია. საოცარია იმის ნახვა, როგორ წევს თავს, ხედავს მოედანს და ელვისებური სისწრაფით აწვდის ბურთს ზუსტად იქ, სადაც საჭიროა“.

ტონი კროოსი ოქროს ბურთისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებასაც ხედავს: „პრობლემა ისაა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება“.

მიუხედავად იმისა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი არ აქვს, კროოსი ამბობს, რომ მოხიბლულია იმით, თუ როგორ მკვიდრდება ქართველი უმაღლეს დონეზე. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მისმა ფიზიკურმა მონაცემებმა მოახდინა: „როდესაც ისეთი გიგანტები მოდიან, როგორიცაა უპამეკანო ან ტა, ის არ იჩაგრება. შემტევი მოთამაშისთვის ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ ფეხზე მყარად დგომა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს“.

ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშისგან განსხვავებით ხვიჩა ლიგა 1-ში ნაკლებად პროდუქტიულია, 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში 24 ფეხბურთელი უსწრებს. 7 გოლის გარდა 4 საგოლე პასი შეასრულა, საგოლე პასების რაოდენობით მასზე წინ 32 მოთამაშეა. ლიგა 1-სგან განსხვავებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში საოცრად თამაშობს და სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების ყველაზე რეალური კანდიდატია, 15 მატჩში 16 საგოლე მოქმედება აქვს, 10 გოლი და 6 საგოლე პასი. კვარა პირველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ფლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკემ დაბადების დღეზე გუნდი დაპატიჟა, მაგრამ თავად არ მივიდა
ენრიკემ დაბადების დღეზე გუნდი დაპატიჟა, მაგრამ თავად არ მივიდა