გოლი და ასისტების დუბლი - მესიმ ტორონტოსთან გაიბრწყინა
MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი ტორონტოს ესტუმრა და 4:2 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება კი მესის მორიგ ბენეფისად იქცა.
ანგარიში 44-ე წუთზე დე პოლმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში, კონკრეტულად კი 56-ე წუთზე მესიმ საგოლე პასი მიითვალა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ლუის სუარესს გაატანინა.
73-ე წუთზე ლეომ მადრიდის რეალის ყოფილ ფეხბურთელს, სერხიო რეგილიონს გაუკეთა საგოლე პასი, ხოლო ზუსტად 2 წუთში თავად მესიმ გაიტანა და ტაბლოზე 4:0 დააფიქსირა.
დარჩენილ დროში, მასპინძლებმა ორი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ცნობისთვის, MLS-ის მიმდინარე სეზონში, მესის ანგარიშზე 9 გოლი და 3 საგოლე პასია, ინტერ მაიამი კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს.