„სოლიდური მატჩი ჩაატარა“ - ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ლონდონის „ჩელსისთან“ მატჩი სრულად ჩაატარა. მატჩის შემდეგ ბრიტანულმა პრესამ ქართველი მეკარის თამაში ასე შეაფასა:
This Is Anfield: დაბრუნდა ტრავმის შემდეგ და ენცო ფერნანდესსა და მარკ კუკურელიას კარგი დარტყმები აუღო. „ჩელსის“ გოლისას ვერაფერს იზამდა.
Goal.com: კარიდან გამოსვლისას კარგად მოქმედებდა და რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა - საბოლოო ჯამში, სოლიდური მატჩი ჩაატარა.
Liverpool Echo: პირველ ტაიმში კუკურელიასა და ფერნანდესს კარგი დარტყმები აუღო, როცა „ლივერპულის“ დაცვა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მეორე ტაიმში ნაკლები საქმე ჰქონდა, მაგრამ ფეხით თამაში გასაუმჯობესებელი აქვს.
The Express: ტრავმა მოიშუშა და ფრედი ვუდმანი შეცვალა. კუკურელიასა და ფერნანდესის დარტყმების ეპიზოდში ჭკვიანურად იმოქმედა.
Liverpool World: პირველ ტაიმში ორი დიდი მოგერიება ჰქონდა, როცა ჩელსის დაწინაურების შესაძლებლობა არ მისცა. ალბათ, ვერაფერს იზამდა „ლურჯების“ გოლის ეპიზოდში, მეორე ტაიმში კი ბევრი საქმე არ ჰქონია.
Anfield Index: ქართველი მეკარე კარგად გამოიყურებოდა და დამაჯერებლად მოქმედებდა, როცა რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგვთავაზა. გოლის ეპიზოდში არ გაუმართლა, თუმცა აქ უფრო სანდოდ თამაში მცველებს მართებდათ.
ჩელსის გოლი და მამარდაშვილის გამორჩეული მომენტები
36 მატჩის შემდეგ „ლივერპული“ 59 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში „წითლები“ „ასტონ ვილას“ ესტუმრებიან, დასკვნით ტურში კი „ენფილდზე“ „ბრენტფორდს“ მიიღებენ.